ზუგდიდში სოციალური სახლები ახალი დიზაინით აშენდება

ზუგდიდში სოციალური სახლები ახალი დიზაინით აშენდება

ზუგდიდში სოციალური სახლები ახალი დიზაინით აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განახლებული პროექტით გაზრდილია გაბარიტული ზომები, დაერთებულია კომუნიკაციები.

უწყების ინფორმაციით, წელს ჯამში 19 ახალი სოციალური სახლი აშენდება.

„ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანთან, ფრაქცია " ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" წევრებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ზუგდიდში 2015 წლიდან 141 სოციალური სახლი აშენდა“, - აღნიშნულია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.