ტყიბულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა დღეს ტყიბულში. ღონისძიების ფარგლებში მოწამეთაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს, ტყიბულის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა, ასევე ადგილობრივი მეწარმეების ნაკეთობების გამოფენა - გაყიდვა. მუნიციპალიტეტის თეატრის წინ მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობა, მოწვეული და ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები.

























