არჩილ ჩიქოვანი - ჩვენი სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი - ეს არის შეუქცევადი პროცესი

ჩვენი სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ეს არის შეუქცევადი პროცესი”, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იგი ევროკავშირის დროშის სამთავრობო შენობებზე გამოფენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წლევანდელი ღონისძიების თემატიკა არის თავისუფლება და ქალაქის შესაბამისად არის გაფორმებული.
“ქალაქი ბათუმი ამ ღონისძიებების ერთ-ერთი მასპინძელია. წლევანდელი ღონისძიებების თემატიკა არის თავისუფლება. დღევანდელ ღონისძიებასაც თავისუფლების სიყვარული ჰქვია. ბუნებრივია, წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, თემატიკის შესაბამისად არის გაფორმებული როგორც ქალაქი, ასევე ყველა შენობა.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის და გუნდის ყველა წევრის ძალიან დიდი ძალისხმევაა ჩადებული. კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირი, ჩვენი გზა არის ევროპისკენ. ეტაპობრივად 12-ვე პუნქტის განხორციელებას ვახდენთ. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით გახდება ევროკავშირის წევრი და ეს არის შეუქცევადი პროცესი”, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

























