სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ

სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.
"წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ”, - ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანის წინ გაშალეს.

























