„ქართული ოცნების“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გოჩა ქიმაძე აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გოჩა ქიმაძე აირჩიეს

ადიგენში, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია გაიმართა.

პარტიის ინფორმაციით, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დასკვნითი კონფერენცია ბორჯომში გაიმართება.