გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას გმირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს. გენო ადამია იყო ღირსეული კაცი, გენერალ-მაიორი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგაც აგრძელებდა ბრძოლას 23-ე ბრიგადასთან ერთად. ის გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხდი გმირების წინაშე. ჩვენს შვილებს კარგად უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. როგორი ადამიანები იყვნენ ისინი და როგორ იცავდნენ სამშობლოს ღირსებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გენო ადამიამ 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და აფხაზი სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა განაგრძო. ის 28 სექტემბერს, კელასურის ხიდზე, გმირულად დაეცა.