გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გველეთი, დარიალი და ლარსი აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს ზაჰესში ავჭალის, პლატინის, შოთაძის ქუჩებზე, მეფუტკრეობისა და მიმდებარე ტერიტორიებზე, ავჭალასა და მუხათგვერდში.
„11:00-დან 19:30 საათამდე დენი, ასევე, გაითიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური. 11:00-დან 11:30 საათამდე და 19:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს ქ. მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე, ჯიღაურაში, საგურამოში გაზის დასახლებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 11:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, წეროვანი.
16:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება დუშეთის რაიონის სოფლებს - ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, არანისი, ჟინვალი, მღვიმე, არაგვისპირი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























