ქვემო ქართლში მკვლელობა მოხდა

ქვემო ქართლში მკვლელობა მოხდა

ქვემო ქართლში შუახნის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, საქმეზე ორი პირია დაკავებული. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული.