საპენსიო სააგენტომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საპენსიო სააგენტომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საპენსიო სააგენტოს ორგანიზებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია და საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე უძღვებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, გიორგი დანელიამ სტუმრებს საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესები გააცნო, საკანონმდებლო ცვლილებებზე, სერვისების დიჯიტალიზაციის თემაზე, უახლეს სტატისტიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„გიორგი დანელია, ასევე, შეეხო მოქალაქეთა ინფორმირების აუცილებლობას, ამ მხრივ, სამომავლოდ დაგეგმილი კამპანიების და საინფორმაციო შეხვედრების აუცილებლობას. უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა ვრცელი და დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. ესაუბრა, საინვესტიციო მანდატზე, საინვესტიციო მოთხოვნებზე, საქმიანობაზე, განხორციელებულ ინვესტიციებზე და საინვესტიციო გეგმებზე. ასევე, მან ისაუბრა ნაკლებად რისკიან, საშუალო და მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელებზე, რომლებიც საპენსიო სააგენტოში უახლოეს მომავალში ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პერიოდში, საპენსიო სააგენტომ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები განახორციელა ეკონომიკურ ექსპერტებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, შემდგომში, კი იგეგმება მსგავსი შეხვედრები ადგილობრივ და რეგიონულ მედიასთან ასევე სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.