აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს - დღევანდელი აქცია დასრულებულია

აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მივიდნენ, სადაც წუთიერი დუმილი და ანთებული ფარნებით გმირებს პატივი მიაგეს.
მოქალაქეებმა გმირთა მოედანზე რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც მათ მიერ დასახელებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ერთ საათიანი ვადა ამოიწურა.
მომიტინგეები მსვლელობის დროს სკანდირებდნენ: “არა რუსულ ფრენებს”, “არა რუსულ რეჟიმს”, “საქართველო”.
კერძოდ, აქტივისტები ითხოვდნენ, რომ გათავისუფლდნენ დღეს, ყვარელში აქციაზე დაკავებულები და "ქართულმა ოცნებამ" რუსეთთან ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიეღო,
“საქართველოში რუსული ფრენები არ დაიშვება, ამას გავიმეორებთ იმდენჯერ, რამდენჯერაც შესაძლებელი იქნება. ჩვენი მიზანი დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოა. ამის შემდეგ, თქვენთან, აქტიურ ჯგუფებთან შეთანხმებით პროტესტს გავაგრძელებთ”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქცია 18:00 საათზე დაიწყო. აქცია ამ დროისთვის, დასრულებულია.

























