რუსთაველის გამზირზე აქციაზე ლოზუნგით - „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“, მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე აქციაზე ლოზუნგით - „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“, მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან.

პარლამენტის წინ აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაიგეგმა ლოზუნგით: „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“.

აქციაზე იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.