აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიაციატივით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები, ქედასა და შუახევში ჩატარდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიაციატივით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები, ქედასა და შუახევში ჩატარდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტი ტრადიაციას აგრძელებს და რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა აქტიური მხარდაჭერით, ატარებს მოსახლეობის უფასო, პერიოდულ სამედიცინო გამოკვლევებს,- ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ მაღალმთიან აჭარაში მორიგი აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები, ამჯერად, ქედასა და შუახევში მცხოვრებ 300-მდე მოქალაქეს მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩაუტარდა.

მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, ჯანმრთელობის კვლევა და შესაბამისი კონსულტაციები მოსახლეობას "ქირურგიის ეროვნული ცენტრისა" და "ევექსის ჰოსპიტალების" სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ჩაუტარეს.