პარლამენტთან აქციაზე ხმაური იყო

პარლამენტთან აქციაზე ხმაური იყო

პარლამენტთან აქციაზე ხმაური იყო. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიცია აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას ცდილობდა, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

„ცდილობდნენ, რომ დაეკავებინათ. სასწრაფომ გადაიყვანა, რადგან დაზიანებები აღენიშნებოდა კისრის არეში, ასევე მისი თქმით, მას ურტყეს მუხლები და იდაყვები მუცლის არეში. კლინიკაშია გადაყვანილი და არ ვიცით მისი მდგომარეობა. დაკავებულზე არ მაქვს ინფორმაცია", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები მოითხოვენ, სასწრაფოდ აიკრძალოს პირდაპირი ავიარეისები რუსეთიდან.