გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახური ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყანობი, კობი, გველეთი, ალმასიანი, დარიალი, ოქროყანა, უხათი, ლარსი, ზემოოქროყანა, გიმარა.

11:00-დან 17:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, ქანდა, ძველი ქანდა, ქსანი, პატარა ქანდა, აღაიანი, წეროვანი.

13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფლებში დიღომში ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ხატაეთის, შერმადინის, ბარონ დე ბაის, მაქს ტილკეს ქუჩებზე, ხოლო 15:30-დან 17:30 საათამდე - აბონენეტებს დიღომში დავით აღმაშენებლის, მიხეილ მესხის, ვახტანგ გორგასლის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.