დიდ დიღომში, აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

დიდ დიღომში, აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დიდ დიღომში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამასთან, ნათქვამია, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 7 770 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება.

„აქამდე ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 184 999 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.