თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია სახელწოდებით „არა რუსულ ფრენებს“, დასრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია სახელწოდებით „არა რუსულ ფრენებს“, დასრულდა

„არა რუსულ ფრენებს“ - ამ სახელწოდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართული აქცია დასრულდა.

სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოფრენას რამდენიმე საათის განმავლობაში აპროტესტებდნენ.

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთი აქცია, დღეს, საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” განახორციელა. პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობდა. აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებული იყო პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებდნენ.