ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2-ში, ე.წ. ექიმების ბინის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, რომელიც შეიფუთა ახალი სტანდარტების შესაბამისი მასალით, HPL და ფიბროცემენტის პანელებით, ასევე განახლდა აივნები და შეიცვალა კარ-ფანჯარა.

„ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 204 000 ლარით ფინანსდება. მიმდინარე წელს, ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85, N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.