ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე სემეკის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევას ეხმიანება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე სემეკის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციაზე სემეკის თანამშრომლის, ტრისტან ბენაშვილის არჩევასთან დაკავშირებით ეხმიანება.

სემეკის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს ტრისტან ბენაშვილი საბჭოს წევრად არჩევამდე „თვალთმაქცურად“ სემეკში გადაყვანილი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს.

„ტრისტან ბენაშვილი სემეკში სხვადასხვა პოზიციებზე უწყვეტად საქმიანობს 2011 წლიდან. იგი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სემეკში მიმდინარე არაერთ პროექტში.

ტრისტან ბენაშვილი პროფესიით იურისტია. მას მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა უწყებებში მუშაობის აქვს. მიმდინარე წლის 17 მაისს, ტრისტან ბენაშვილი არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად.

სემეკი, სრული შემადგენლობით, ულოცავს ტრისტან ბენაშვილს ახალ პოზიციაზე არჩევას. უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს“, - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.