BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფინალი ინოვაციების სამიტის ფარგლებში გაიმართება

BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფინალი ინოვაციების სამიტის ფარგლებში გაიმართება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 31 მაისს სასტუმრო “სტამბაში” გაიმართება BTU-ს ყოველწლიური ინიციატივის გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიება, რომელიც სხვა საინტერესო კომპონენტებთან ერთად სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფინალს და ანგელოზ ინვესტორებთან „ნეთვორქინგ“ სესიას გააერთიანებს.

სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის ფარგლებში 5,000 ლარიანი გრანტი, Pre-Seed Funding სახით, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ სტუდენტურ სტარტაპზე გაიცემა. სტუდენტური კონკურსის მთავარი პარტნიორი თიბისის პროგრამა სტარტაპერია. კონკურსში მონაწილეობას BTU-ს ყველა პროგრამის სტუდენტური სტარტაპი მიიღებს, რომელიც გაივლის შესარჩევ ეტაპს და მოსამზადებელ Bootcamp-ს. გამარჯვებული გამოვლინდება საკონკურსო წესით, რომელიც განხორციელდება სპეციალურად მოწვეული კომისიის მიერ. წელს კომისია დაკომპლექტებულია შემდეგი ორგანიზაციებით:

  • ანა თოთიბაძე, TBC
  • ქეთევან ხუნწარია, Axel
  • გიორგი გვასალია, Circle
  • ნაინო ქაშიბაძე, Epam

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ და კავშირები დაამყარონ ფონდის ღონისძიებაზე მოწვეულ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორებთან.

(R)