გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახური ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მაისს, 10:30-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში - დავით აღმაშენებლის, 26 მაისის, ყაზბეგის, ჩოლოყაშვილის, თამარ მეფის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებზე, გლდანულაში, ხოლო 10:30-დან 10:45 საათამდე - სოფლებში გლდანი, მამკოდა, ლელუბანი, მშრალხევი, ხოდაბუნები, ნადიკვრები, ვეჯინი.
11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, პატარა ქანდა, მუხრანი, ქსანი, წიწამური.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























