აქციის - "რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით Georgian airways-ის ოფისთან გადაინაცვლეს

აქციის - "რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით Georgian airways-ის ოფისთან გადაინაცვლეს

პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით, Georgian airways-ის ოფისთან გადაინაცვლეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი georgian airways-ის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც კომპანია თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს. ისმის შეძახილები - "არა რუსულ ფრენებს".

შეგახსენებთ, სხვადასხვა ოპოზიციონერი პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო მოძრაობის წევრები და რიგითი მოქალაქეები აქციას სახელწოდებით, "რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" მართავენ. ისინი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

პოლიცია არის მობილიზებულია კომპანია Georgian airways-ის ოფისთანაც.