ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კონფერენცია „პოლონური და ქართული მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის მე-19 საუკუნეში“ გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში 18 მაისს, 11:00 საათზე, აკადემიური კონფერენცია „პოლონური და ქართული მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის მე-19 საუკუნეში“ გაიმართება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება მიეძღვნება ორ თემას – იანვრის აჯანყების დაწყებიდან 160 წლისთავსა და 1832 წლის ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულების 190 წლისთავს.
მათივე ცნობით, მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და პოლონელი ისტორიკოსები, პოლიტოლოგები და სოციოლოგები, რომლებიც განიხილავენ ქართულ და პოლონურ ინტელიგენციასთან დაკავშირებულ თემებსა და ეროვნულ საკითხებს, ზოგიერთი თემა შეეხება უკრაინას.
„კონფერენცია ეწყობა საქართველოში პოლონეთის ელჩის, მისი აღმატებულება მარიუშ მაშკიევიჩის საპატიო პატრონაჟით.
ორგანიზატორები
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი
- საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“
მომხსენებლები
- მარიეტა ჩიხლაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- ირაკლი ჩხაიძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- დოდო ჭუმბურიძე (საქართველოს უნივერსიტეტი)
- მარია ფილინა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- თათია კეკელია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- ვაჟა კიკნაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველოს უნივერსიტეტი)
- ბართლომეი ქშიშტანი (პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია)
- ელჟბიეტა ქვიეჩინსკა (ვარშავის უნივერსიტეტი)
- იაცეკ ლეგიეჩი (იანკოჩანოვსკის უნივერსიტეტი კიელცეში)
- დავით მერკვილაძე (დამოუკიდებელი მკვლევარი)
- პაველს კიგინი (ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტი)
- ტომაშ სტრიექი (პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია)
- ტომაშ ზარიცკი (ვარშავის უნივერსიტეტი)
- რადოსვაფჟურავსკი, იგივე გრაევსკი (ვუჩის უნივერსიტეტი - The University of Łódź)
დრო: 18 მაისი, 11:00-16:15 საათი
ადგილმდებარეობა: T 102 საკონფერენციო დარბაზი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)
სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული, პოლონური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























