გუდამაყრის ხეობაში, მდინარეში მაშველები ერთ პირს ეძებენ

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში, მაშველები ერთ პირს ეძებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამძებრო-საამშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც ეძებენ ჯომარდობდა, რა დროსაც მდინარემ გაიტაცა.

























