სავაჭრო პალატამ მის საბჭოში შემავლ ბიზნეს ასოციაციებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე წლის გეგმები გააცნო

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ საბჭოში შემავალ 40-მდე სექტორულ და არასექტორულ ბიზნეს ასოციაციებს, სავაჭრო პალატის მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა და გეგმებზე ისაუბრა.
სავაჭრო პალატის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმ საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებზე, რომელიც მეწარმეების მხარდასაჭერად წარმატებით განხორციელდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს. მათ შორის, ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროექტებზე, ბიზნეს ფორუმებზე, პროფესიული სწავლების ხელშეწყობის პროგრამებსა და ბიზნესთან ღია დიალოგის ფორმატებზე.
მათივე ინფორმაციით, სავაჭრო პალატა მომავალ წლებში დამატებით ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

























