დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის ქართულ ფინალში ლუკა მაისურაძემ გაიმარჯვა

დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა.
ერთმანეთს ოქროს მედლისთვის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.
ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებით დროში კი მაისურაძემ გამარჯვება შეძლო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში გალიდერდა.

























