საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური აპრილის თვის ანგარიშს აქვეყნებს

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური აპრილის თვის ანგარიშს აქვეყნებს

საპენსიო სააგენტო საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის აპრილის თვის ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია მოცემული, საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1-ელი იანვარი) 2023 წლის აპრილის ჩათვლით 44.11%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 5.62% შეადგინა.

2023 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.34 მლრდ ლარი შეადგინა.

აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 510 მილიონი ლარია.