ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრმა უმასპინძლა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, რამდენიმედღიანი სწავლების ფარგლებში, ადვოკატებმა კრწანისის სამხედრო ბაზაზე სამედიცინო, სამოქალაქო თავდაცვის, ტოპოგრაფიული, საინჟინრო და საცეცხლე მიმართულებით ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების სწავლება გაიარეს.
„პროექტი ადვოკატთა ასოციაციისა და თავდაცვის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა და თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობის ისახავდა მიზნად.
აღნიშნული პროექტი მსურველი ადვოკატებისათვის კვლავ გაგრძელდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























