„თიბისი“ და VISA Imagine Dragons-ის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან

„თიბისი“ და VISA Imagine Dragons-ის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან

„თიბისი“ და VISA Imagine Dragons-ის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისის“ ნებისმიერი VISA ბარათის მფლობელებს უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, ზაფხულის მთავარ მოვლენას, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის - Imagine Dragons-ის კონცერტს, 20%-იანი ფასდაკლებით დაესწროთ. ბილეთების თიბისი კონცეპტის და „თიბისი“ WM-ის VISA ბარათით შეძენის შემთხვევაში კი, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

თიბისი და VISA Starring Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ყველა კონცერტის მთავარი პარტნიორებიც არიან.

20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ ყველა, ვინც შეკვეთილში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთებს თიბისის ნებისმიერი VISA ბარათით შეიძენთ. თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის VISA ბარათით კი, VIP, Orbit A და Orbit B კატეგორიის ბილეთებზე 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 5 აგვისტოს აიღებს სტარტს:

5 აგვისტო - NILE RODGERS & CHIC (Black Sea Arena)

6 აგვისტო - FKJ (Black Sea Arena)

10 აგვისტო - Damian Lazarus (The Social Space)

15 აგვისტო - THE KILLERS (Black Sea Arena)

18 აგვისტო - All Day I Dream (The Social Space)

31 აგვისტო - Imagine Dragons (მიხეილ მესხის სტადიონი)

ბილეთების გაყიდვა დღეს - 11 მაისს დაიწყება - tkt.ge-ზე და Super app-ში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.