28-30 ივლისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყოველწლიური ველო-ფესტივალი გაიმართება

28-30 ივლისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყოველწლიური ველო-ფესტივალი გაიმართება

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 28-30 ივლისს, ყოველწლიური ველო-ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე რეგისტრაცია დღეიდან იქნება შესაძლებელი.

„სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს ელოდებათ დაუვიწყარი თავგადასავალი! ველო გადაადგილების პარალელურად, შეეძლებათ დატკბნენ ულამაზესი ბუნებით, მოიპოვონ ქულები დამატებითი თამაშებით და გაიმარჯვონ!

ქულების დაგროვება გზის განმავლობაში შესაძლებელია როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად. სტარტს როდოპოლისის ციხესთან აიღებენ, გაივლიან აჯამეთის ტყეს, ბერიეთის მონასტერს, ეიფელის ხიდს, სოფელ ხანს, ზეკარის უღელტეხილს, ქვასაყდარას, საირმეს, ფინიში კი ქალაქ ბაღდათში იქნება.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზით. დაჯილდოება გაიმართება ველოფესტის დასასრულს, მესამე დღეს, ბაღდათში. რეგისტრაცია გაიხსნება 10 მაისს!“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.