ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ. ევროპის დღეები საქართველოში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

ინფორმაციისთვის, ევროპის დღე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. შუმანმა წარმოადგინა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ კონცეფციამ საფუძველი ჩაუყარა იმ გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება.