სკოლა „პროგრესი“ საერთაშორისო სკოლების ქსელის ISN-ის წევრი გახდა

სკოლა „პროგრესი“ საერთაშორისო სკოლების ქსელის ISN-ის წევრი გახდა

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ საერთაშორისო სკოლების ქსელის, ISN-ის წევრი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სკოლების ქსელის მიზანია შექმნას მნიშვნელოვანი, თანამშრომლობითი და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული საზოგადოებები, სადაც მასწავლებლებსა და საერთაშორისო სკოლების ლიდერებს, ხელმძღვანელებს შეეძლებათ გაუზიარონ შეხედულებები, გამოცდილება და იმსჯელონ განათლების ძირითად სფეროებსა და თემებზე.