რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს ებრაულ თემს ლაგ ბა-ომერის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს ებრაულ თემს ლაგ ბა-ომერის დღესასწაულს ულოცავს

დღეს იუდეველები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, ლაგ ბა-ომერს ზეიმობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ლაგ ბა-ომერი უძველესი იუდეური დღესასწაულია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, რომაელთაგან დაპყრობილ ისრაელში თორის სწავლების აკრძალვასა და ებრაელთაპროტესტს, რომაელებზე ებრაელთა გამარჯვებას უკავშირდება.

„ლაგ ბა-ომერი მხიარული დღესასწაულია, ებრაელები ამ დღეს ზეიმში, ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლაგ ბა-ომერს საქართველოს ებრაულთემს და კეთილდღეობას, წარმატებას უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფომაციაში.