8 მაისს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღე აღინიშნება

8 მაისს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღე აღინიშნება

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 8 მაისს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

წითელი ჯვრის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ქართველი და უკრაინელი ბავშვების მიერ დამზადებული ტკბილეული გაიყიდება.

მათივე ცნობით, შემოსული თანხა კი მოხმარდება იძულებით გადაადგილებული ბავშვების დახმარებასა და წახალისებას.

„ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს წითელი ჯვრის საქმიანობების ამსხაველი ფოტომასალა და მონაწილეობა მიიღოს პირველი დახმარების მასტერკლასში.

აღნიშნილი ღონისძიება მიმდინარეობს „ბაზარი ორბელიანის“ სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვარი 100 წელზე მეტია ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.