ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნის ღონისძიებას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნის ღონისძიებას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით გაიხსნა.

მათი ცნობით, ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლები.