უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ზურაბ ოდიშვილს ხვალ, გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ზურაბ ოდიშვილს 6 მაისს, 04:25 საათზე, საქართველოში ჩამოასვენებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის რეგიონალური მდივანი გიორგი ბოტკოველი პარტიის წევრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლასარეს ტერმინალში დახვდება და პატივს მიაგებს დაღუპულ გმირს.
უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

























