იშვიათი დაავადების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

იშვიათი დაავადების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

იშვიათი დაავადების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრება.

ერთ-ერთი მშობლის სალომე გაბელაშვილის განცხადებით, მშობლებს მოლოდინი აქვთ, რომ ამ შეხვედრაზე ითქმება კონკრეტულად, მიმდინარე წლის სექტემბერში აქონდროპლაზიის სამკურნალო წამალი შემოვა თუ არა საქართველოში.

„მოლოდინი ერთადერთი გვაქვს, რომ თარიღი დასახელდება და ჩვენს შვილებს კონკრეტულად ეტყვიან 2023 წლის სექტემბერში მკურნალობა დაიწყება თუ არა. ის, რომ ყველა ნაბიჯით წინ მივიწევთ და მოლაპარაკებები ნამდვილად არის, ამისთვის კონკრეტული თარიღის დასახელება გვჭირდება, რომ შედეგზე ნამდვილად გავალთ. დედები ამ ერთ მოთხოვნაზე პასუხს ვიმსახურებთ. შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც იქნება. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ქალბატონ თამარ გაბუნიას, ან სხვა მაღალი თანამდებობის პირს შეეძლება, რომ მედიისა და საზოგადოების წინაშე განცხადება გააკეთოს იმის შესახებ, რომ ბავშვები მიმდინარე წლის სექტემბერში მედიკამენტით მკურნალობას დაიწყებენ. პირადად მჯერა, რომ ეს მოთხოვნა დღეს თუ არა, არაუგვიანეს ორშაბათს დაკმაყოფილდება. ჩვენ კი არ დავიღალეთ, სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ქუჩაში მყოფი დედები საჭირო აღარ არის, როდესაც ისინი მუშაობენ და ნამდვილად ძალიან კარგი პროცესი მიდის“, - განაცხადა სალომე გაბელაშვილმა.

„გვინდა, რომ ყველა იმ დაპირებას, რაც წინა შეხვედრაზე მოვისმინეთ, სიტყვიერი დაპირებების ნაცვლად, ქმედითი და საქმიანი სახე ჰქონდეს, საქმე რეალურად უნდა დაიძრას წინ და უფრო პროდუქტიული და საქმეზე ორიენტირებული უნდა იყოს. თუნდაც, რა ეტაპზეა წამლის მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაცია. ასევე პროტოკოლის მიმართულებითაც რომ იყოს ნაბიჯები გადადგმული“, - განაცხადა კიდევ ერთ-ერთმა მშობლებმა, მაკუნა გოჩიაშვილმა.