ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია

სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და"პარტენოპეი" სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა.
"პარტენოპეის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 86 წუთი გაატარა, ქართველი ირვინ ლოსანომ შეცვალა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

























