გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს, 11:00-დან 11:10 საათამდე ­ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში - მშვიდობის, თავისუფლების, ენერგეტიკების, ავჭალის, კასკადის, ჭიჭინაძის, ანდრონიკაშვილის, პლატინის, ნიკო კეცხოველის, ყაზბეგის, კობის, შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.