„ქუთაისქალაქობა 2023"-ის ფარგლებში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართა

„ქუთაისქალაქობა 2023"-ის ფარგლებში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართა

"ქუთაისქალაქობა 2023"-ის ფარგლებში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქუთაისის სიმღერისა და

ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცერტს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოლკლორული საღამო მესხიშვილის თეატრის შენობაში სრული ანშლაგით ჩატარდა.