რუსთავის მერმა ბიბლიოთეკების თანამშრომლები და საუკეთესო მკითხველები დააჯილდოვა

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში პირველი ბიბლიოთეკის გახსნიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლებსა და მკითხველებს უმასპინძლა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
ნინო ლაცაბიძემ ბიბლიოთეკების თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში ქალაქში თანამედროვე ტიპის მედიათეკა გაიხსნება, სადაც მკითხველს კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდება.
,,რუსთავის ბიბლიოთეკა 75 წლის გახდა, ჩვენ ეს დღე მივულოცეთ და დავაჯილდოვეთ თითოეული თანამშრომელი, რომლებიც წლებია ემსახურებიან ჩვენს ქალაქს, ასევე ის მოქალაქეები, მათ შორის ყველაზე პატარა და ყველაზე უხუცესი მკითხველები, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ბიბლიოთეკით. ჩვენ მათ დავპირდით, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება ახალი, თანამედროვე ტიპის მედიათეკა, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებზე იქნება სრულად მორგებული “, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავში პირველი ბიბლიოთეკის გახსნიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით, კვირეული ჩატარდა და ღონისძიებები გაიმართა. დღეს კი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული თანამშრომლები და მკითხველები გამოვლინდნენ, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

























