გაერო-ს წარმომადგენლობა - თავისუფალი პრესა დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედია და ცრუ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჩვენი მთავარი მოკავშირე - პრესის თავისუფლება - ჩვენი თავისუფლებაა

გაერო-ს წარმომადგენლობა - თავისუფალი პრესა დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედია და ცრუ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჩვენი მთავარი მოკავშირე - პრესის თავისუფლება - ჩვენი თავისუფლებაა

თავისუფალი პრესა დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედია და ცრუ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჩვენი მთავარი მოკავშირე. პრესის თავისუფლება - ჩვენი თავისუფლებაა, - ამის შესახებ გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს, რითაც პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ეხმიანება.

გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებით, ყოველდღიურად, ჟურნალისტები და მედიამუშაკები ნათელს ჰფენენ პრობლემებს და ხმას აწვდიან საზოგადოების მარგინალიზებულ ჯგუფებს.

„გაერო გამოხატვის და მედიის თავისუფლებას დემოკრატიის უმთავრეს ნაწილად მიიჩნევს და აფასებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების დაცვაში ჟურნალისტების უკიდურესად მნიშვნელოვან როლს.

სამწუხაროდ, ჟურნალისტები და მედიის მუშაკები ხშირად აწყდებიან ორკესტრირებული ცილისწამების კამპანიებს, კიბერთვალთვალს, დაშინებასა და ძალადობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ პრესის თავისუფლება. თავისუფალი პრესა დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედია და ცრუ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჩვენი მთავარი მოკავშირე. პრესის თავისუფლება - ჩვენი თავისუფლებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.