მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის სხდომის პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს.

ისინი მათი შვილების საკითხის ირგვლივ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ელოდებიან. მათ იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრი მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობლის, მაკუნა გოჩიაშვილის განცხადებით, მშობლები მზად არიან მოლაპარაკების მაგადისთან დასხდნენ.

„თუ თქვენ ამბობთ, რომ მაგიდასთან უნდა გადავინაცვლოთ, მაშინ გაგვიღეთ კარები და შემოვალთ. მზად ვართ, რომ მოლაპარაკებებმა მაგიდასთან გადაინაცვლოს”, - განაცხადა მაკუნა გოჩიაშვილმა.

მშობლები უკვე ორი კვირაა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ ღამეს. ისინი მთავრობის წარმომადგენლებს მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის, „ვოზორიტიდის” შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.