ტყიბულში გახსნილ ოთხ საარჩევნო უბანზე 1525 ამომრჩეველი მოვიდა

ტყიბულში გახსნილ ოთხ საარჩევნო უბანზე 1525 ამომრჩეველი მოვიდა

ტყიბულში საკრებულოს შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც ორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მონაწილეობდა.

ქალაქში გახსნილ ოთხ საარჩევნო უბანზე 1525 ამომრჩეველი მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გიორგი კერესელიძემ 1 321 ხმა - 86.62 %, ხოლო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა

გიორგი გაგოშიძემ 204 ხმა, 13.38 % მიიღო.