გორის მერია - „ივერიონი“ სუპერლიგაში ითამაშებს

გორის საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად „ივერიონი“ თბილისის „ტიტებს“ ხვდებოდა.
„სერიაში, რომელიც სამ მოგებულ მატჩამდე გრძელდებოდა გორელებმა 3:1 მოიგეს. მესამე გადამწყვეტი მატჩი, გორის სპორტის სასახლეში გუშინ გაიმართა და „ივერიონმა“ მეტოქე 92:66 დაამარცხა.
გორის „ივერიონი“ მხოლოდ ორი წელია რაც შეიქმნა. გასულ წელს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ - ა ლიგაში იასპარეზა. ახლა კი, საქართველოს მთავარ საკალათბურთო ლიგაში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
„ივერიონი - გორი“, რომელსაც გორის მერია მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აფინანსებს, 2022 წელს შეიქმნა. გუნდმა, რომელშიც მოწვეული სპორტსმენებიც თამაშობენ, მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. პროექტის ფარგლებში, გუნდთან ერთად კალათბურთის საბავშვო აკადემიაც ფუნქციონირებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























