ზუგდიდში აქცია „მშობლები მშობლებისთვის" გაიმართა

ზუგდიდში აქცია „მშობლები მშობლებისთვის" გაიმართა

„მშობლები მშობლებისთვის" - ამ სახელწოდებით ზუგდიდის სკეიტ პარკში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლების სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციაზე მოქალაქეები და ადგილობრივი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან „მეტ გულისხმიერებას და მოთხოვნების დაკმაყოფილებას“ ითხოვენ.

მათი თქმით, „შეურაცხმყოფელია პრემიერ-მინისტრის განცხადებები, თითქოს მშობელთა აქციების პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობენ“.