გორის მუნიციპალიტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქინწნისსა და არაშენდაში საუბნო გზების რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

„ამ ეტაპზე ტენდერი მიმდინარეობს და სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. კერძოდ, ქიწნისში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა - 608 მეტრი, ქიწნისში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა - 376 მეტრი, არაშენდაში შიდა საუბნო გზა - 515 მეტრი.

ტენდერის პირობების მიხედვით იგეგმება ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ეზოებში შესასვლელების, მიერთებებისა და სანიაღვრეების მოწყობა. პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 1 337 310 ლარია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.