სუბურბან საგურამოში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად კოლიერსი კოლაბორაციულ სერვისებს ნერგავს

სუბურბან საგურამოში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად კოლიერსი კოლაბორაციულ სერვისებს ნერგავს

სუბურბან საგურამო საცხოვრებლად უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება. პროექტში ყოველდღიურობის შემადგენელი, აუცილებელი სერვისები დაინერგება. ასეთი “ურბანული კომფორტის” შესაქმნელად მხოლოდ ინფრასტრუქტურული მოწყობა არაა საკმარისი და აუცილებელი ხდება ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვა.

კომპანია აქტიურად შედის პარტნიორების შერჩევის ფაზაში, რადგან თვლის, რომ სერვისი ამ საქმის პროფესიონალებმა უნდა განახორციელონ. ბაზარზე არსებულ, ყველასთვის კარგად ნაცნობ კომპანიებთან კოლაბორაცია, სუბურბან საგურამოს მაცხოვრებლებს ქალაქგარეთ ცხოვრებას გაუმარტივებს.

სერვისები რამდენიმე კატეგორიად გაერთიანდება. მოვლა-პატრონობის სერვისი, საერთო სივრცეების გარდა, კერძო სივრცეებზეც გავრცელდება. მაცხოვრებლებს სტანდარტული პროდუქტების პარალელურად, ეზოს გამწვანებისა და აუზის მოვლის მომსახურებებით სარგებლობაც შეეძლებათ. საუზმისთვის განკუთვნილი კაფე და საერთო სამუშაო სივრცე მოსახლეებს დღის რუტინას გაუმარტივებს, ხოლო საზიარო ეკო-ტრანსპორტი საგურამოს ტერიტორიაზე გადაადგილებას უზრუნველყოფს. სუბურბანის სპორტული ინფრასტრუქტურა შეითავსებს საბავშვო წრეებსა და ველომოყვარულებისთვის შესაბამის გასვლით აქტივობებს.

აღსანიშნავია, რომ სუბურბან საგურამო კომპანია Colliers-ის სუბურბანული პროექტების სერიის ფარგლებში ხორციელდება და მას მენეჯმენტს თავად Colliers უწევს. პროექტის დასრულება 2023 წლის დეკემბერშია დაგეგმილი, მაცხოვრებლები კი სახლების მშენებლობას მიმდინარე წლის ზაფხულიდან შეძლებენ.

suburban.ge | +99577 308 989 | contact@suburban.ge

(R)