თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ნატო-ს გემების რეგულარული ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.