ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელი კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელი კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელი კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია.

ადგილზე კვლავ მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.