„საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ფოსტას HayPost CJSC-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ფოსტას HayPost CJSC-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის აპრილის თვეში „საქართველოს ფოსტას“, სომხეთიდან, ფოსტის დელეგაცია ეწვია.

ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა“ და სომხეთის ეროვნულ ოპერატორს HayPost CJSC- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

„მემორანდუმი მიზნად ისახავს საფოსტო მომსახურების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკისა და შესაბამისი ტექნიკური და მეცნიერული ინფორმაციის გაცვლას, ასევე, საფოსტო ქსელისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებით საფოსტო გზავნილების იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობას ქვეყნებს შორის.

მემორანდუმს ხელი „საქართველოს ფოსტის“ ფინანსურმა დირექტორმა, ლაშა ჯაფარიძემ და HayPost CJSC- ს ხელმძღვანელის მოადგილემ, არტაკ გულიანმა მოაწერეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.